ბულგარეთში ფეხბურთის გულშემატკივრები დააკავეს

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში სპეცოპერაციის შედეგად ფეხბურთის გულშემატკივრები დააკავეს, რომლებსაც რასიზმში ადანაშაულებენ.

რასისტული სკანდალის ბულგარეთისა და ინგლისის ნაკრებებს შორის ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩის დროს მოხდა.

ბულგარელმა გულშემატკივრებმა ინგლისელთა შავკანიან ფეხბურთელებს – რაჰიმ სტერლინგსა და ტაირონ მინგსის რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. ფანები უსტვენდნენ და სპეციფიკურ ხმებს გამოსცემდნენ როდესაც ეს ფეხბურთელები ბურთს იღებდნენ.

ფაქტი უეფამ და ფიფამ დაგმეს. ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ბორისლავ მიხაილოვმა კი თანამდებობა დატოვა.