ბულგარეთის პრემიერი კორონავირუსით დაინფიცირდა

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ განცხადება ბორისოვმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

ბორისოვის განცხადებით, ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად, მკურნალობის კურსს საკუთარ სახლში გაივლის.

ბულგარეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 37 ათასს აღემატება. ქვეყანაში დაავადებას სულ 1,084 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.