ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ლიდერობს

ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი რუმენ რადევი იმარჯვებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ეგზიტპოლების თანახმად, 58 წლის რადევს ხმების 66% აქვს, მის მეტოქეს, ანასტას გერჯიკოვს კი - 32%.

საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლების სამმა პროცენტმა ორივეს წინააღმდეგ მისცა ხმა. 

ბულგარეთში წელს მესამე საპარლამენტო არჩევნები, ასევე საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 14 ნოემბერს გაიმართა.

ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ დაბალი იყო და 40%-იც კი ვერ შეადგინა. მაშინ რადევმა ხმების 49,41% მიიღო. ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ დაბალი იყო და 40%-იც კი ვერ შეადგინა. საჭირო გახდა მეორე ტურის დანიშვნა.