ბულგარეთში ანტიკორუფციული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

უკვე მე-18 დღეა ბულგარეთის მოსახლეობა ანტიკორუფციულ საპროტესტო აქციებს მართავს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბოიკო ბორისოვის გადადგომას მოითხოვს. 

მომიტინგეების მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქვეყნის მთავარი პროკურორის, ივან გეშევის თანამდებობიდან მოხსნა.

აქციის მონაწილეები პრემიერს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უუნარობაში ადანაშაულებენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დემონსტრანტები პარლამენტისა და პრეზიდენტის რეზიდენციის წინ შეიკრიბნენ. სამართალდამცავებს აქციის დაშლა არ უცდიათ და მოქალაქეებს პროტესტის გამოხატვის ნება დართეს.