ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები 11 ივლისს გაიმართება

ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყნის პარლამენტის დათხოვნისა და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ. განკარგულების თანახმად, ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები 11 ივლისს ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ Xinhuanetავრცელებს.

ცნობილია, რომ ბულგარეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ასევე განკარგულებას ტექნიკური მთავრობის დანიშვნის შესახებ, რომელიც ქვეყანას 12 მაისიდან არჩევნების ჩატარებამდე უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები 4 აპრილს ჩატარდა, თუმცა პარტიები ქვეყნის ახალი მთავრობის ფორმირებაზე ვერ შეთანხმდნენ.