ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით, ბულგარეთის საყოველთაო არჩევნებში მმართველი პარტია "მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისათვის''  25,2%-ს იღებს და ხმათა უმრავლესობით ლიდერობს.

ინფორმაციას ბულგარეთის გაზეთი "შრომა'' ავრცელებს.

არსებული მონაცემებით, მეორე ადგილზეა ახალი პარტია სახელწოდებით ,,არის ასეთი ხალხი',' რომელმაც ხმების 17,1% მოიპოვა, ხოლო ბულგარეთის სოციალისტური პარტია ხმების 14,7%-ით მესამე ადგილზე გავიდა. ასევე პოლიტიკურმა ,,მოძრაობამ კანონისა და თავისუფლებისათვის'' - 10,7%, ხოლო პარტია ,,დემოკრატიულმა ბულგარეთმა'' ხმების 9,9% მიიღო.

ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 22-მა პარტიამ, 8 კოალიციამ და ასევე დამოუკიდებელმა კანდიდატებმა მიიღეს. საარჩევნო უბნები  დილის 7:00-დან საღამოს 20:00-მდე მუშაობდა.  მთელი ქვეყნის მასშტაბით  12 ათასი,  საზღვარგარეთ კი 465 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი .

ამომრჩეველთა აქტივობა 43,9%-ს შეადგენდა.

წინა არჩევნები ბულგარეთში 2017 წლის 26 მარტს ჩატარდა, სადაც  პარტიამ ,,მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისათვის'' ხმათა 33,54 %-ით გაიმარჯვა.