ბურკინა-ფასოში მომხდარ თავდასხმას 15 ადამიანი ემსხვერპლა

ბურკინა-ფასოს ჩრდილოეთ ნაწილში მომხდარ შეიარაღებულ პირთა თავდასხმას სულ მცირე 15 ადამინი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

თავდასხმაზე პასუხისმებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. მომხდარს სავარაუდოდ "ალ-კაიდას" ტერორისტურ დაჯგუფებას უკავშირებენ, ვინაიდან მათ მიერ თავდასხმები ბურკინა-ფასოში 2017 წლიდან განსაკუთრებით გახშირდა.

გასულ წელს ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა.