ბურკინა-ფასოში ოქროს მაღაროს ჩამონგრევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

ბურკინა-ფასოს ცენტრალურ ნაწილში ოქროს მომპოვებელი მაღაროს ჩამონგრევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობა ავრცელებს.

"მიღებული ინფორმაციის თანახმად, 28 თებერვალს, ბამის ოლქში მაღარო ჩამოინგრა, რის შედეგადაც 11 ადამიანი გარდაიცვალა და სამი ადამიანი დაშავდა", - განაცხადეს მთავრობაში.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ჩამონგრევის მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება.