ბურუნდის ციხეში ხანძარს 38 ადამიანი ემსხვერპლა

ბურუნდის დედაქალაქ გიტეგაში, ციხეში ხანძრის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა და 69 მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

"გიტეგას ცენტრალურ ციხეში ხანძარი იყო: 38 დაიღუპა, მათ შორის 12 დახრჩობის შედეგად, 69 მძიმედ დაშავდა“, - წერს მედია.

აღნიშნულია, რომ ხანძარი ციხეში, სადაც სულ მცირე, ათასი პატიმარი იმყოფება, დაახლოებით დილის 4 საათზე გაჩნდა.

მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ წითელი ჯვრის თანამშრომლები და მეხანძრეები, თუმცა შენობა "სწრაფად დატოვეს“.

"მათ სახეებზე საზარელი გამომეტყველება იკითხებოდა“, - წერს გაზეთი.