Buta Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლში მიფრინავდა, ბაქოს აეროპორტში დაბრუნდა

ავიაკომპანია Buta Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლში მიფრინავდა, ბაქოს აეროპორტში დაბრუნდა. საჰაერო ხომალდის კაპიტანმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ-ერთი მგზავრი შეუძლოდ გახდა.

ბორტზე 104 მგზავრი იმყოფებოდა.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მგზავრის სამედიცინო პერსონალისთვის გადაცემის შემდეგ თვითმფრინავის ეკიპაჟი სტამბოლისკენ გასაფრენად კვლავ მოემზადება.