Cardi B-მ ლგბტ წყვილის ქორწილი დაგეგმა და ჩაატარა - VIDEO

2020 წლის დეკემბერში Cardi-მა დაიწყო რეალითი-შოუ, რომელშიც ის სხვადასხვა პროფესიას ირგებს. ახალ ეპიზოდში ჰიპ-ჰოპ მომღერალი ქორწილის ცერემონიის ორგანიზატორი და ლიცენზირებული წამყვანი გახდა.

მას ამაში მსახიობი რეივენ სიმონი დაეხმარა. ინფორმაციას Dazed ავრცელებს.

Cardi B-მ და რეივენმა მონაწილეობა მიიღეს ორი გოგონას, შენონისა და ბრენდის ქორწილის დაგეგმაში და გამართვაში.

მომზადების დროს მათ განიხილეს, თუ რა სირთულეების წინაშე დგანან ლგბტ თემის წარმომადგენლები ოჯახში და როგორ ცდილობენ საერთო ენის გამონახვას საყვარელ ადამიანებთან.