ჩადის ტბაში ნაღმის აფეთქების შედეგად 4 სამხედრო დაიღუპა

ცენტრალურ აფრიკაში მდებარე სახელმწიფო ჩადში ტბაზე ნაღმის აფეთქების შედეგად ოთხი სამხედრო დაიღუპა და 20 ჯარისკაცი დაშავდა. ინფორმაციას ქვეყნის შეიარაღებული ძალები ავრცელებენ.

მოწყობილობა, რომელიც ტერორისტებმა წყალში დაამონტაჟეს მაშინ აფეთქდა, როდესაც სამხედროები ტბაზე ნავით მიცურავდნენ.

ქვეყნის ოფიციალური პირები მომხდარში "ბოკო ჰარამის" დაჯგუფებას ადანაშაულებენ.