ჩადში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ჩადის რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს. 

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ამჟამად ხმის მიცემა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. 

ქვეყნის პრეზიდენტობისთვის  შვიდი კანდიდატი იბრძვის, მათ შორის მოქმედი სახელმწიფოს მეთაური იდრის დები, რომელიც ხელისუფლებაში 30 წელზე მეტია. 

ქვეყანაში სულ 7,4 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული.