ჩავუშოღლუმ ყარაბაღში არსებული ვითარება ეუთო-ს გენერალურ მდივანთან განიხილა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ჰელგა შმიდტთან ყარაბაღში არსებული ვითარება განიხილა.

ამის შესახებ ჩავუშოღლუმ "Twitter-ზე" დაწერა.

"ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ჰელგა შმიდტთან ავღანეთში, ყარაბაღში და უკრაინაში არსებული სიტუაცია განვიხილეთ", - აღნიშნა მინისტრმა.