ჩეჩნეთის ჯანდაცვის მინისტრმა COVID-19-ის ვაქცინა საკუთარ თავზე გამოსცადა

ჩეჩნეთის ჯანდაცვის მინისტრი ელხან სულეიმანოვი რესპუბლიკის პირველი მკვიდრია, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული  ვაქცინა გამოსცადა. ამის შესახებ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა რეგიონალური ოპერატიული შტაბის შეხვედრაზე განაცხადა.

რუსული მედიის ცნობით, მინისტრი თავს კარგად გრძნობს და ამ დროისათვის გვერდითი ეფექტები არ აღენიშნება.