ჩეხეთის პრეზიდენტმა ორ წელიწადში 20 კილოგრამი დაიკლო

ჩეხეთის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა თავისი სამედიცინო ისტორიის გადაჯაროვების ნება გასცა. იქ აღნიშნულია, რომ 2 წელიწადში მან 20 კილოგრამი დაიკლო. ამის შესახებ ჩეხური მედია პრაღის ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალზე დაყრდნობით წერს.

ამჟამად ჩეხეთის პრეზიდენტი 85 კილოგრამს იწონის. ის მადის ნაკლებობას და დაბალ წნევას უჩივის, მაგრამ გადადგომას არ აპირებს.

„ამის გამო თანამდებობას არ ტოვებენ“, - აცხადებს ზემანი.