ჩეხეთში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ჩეხეთის სოფელ ლენორაში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. დაიღუპა ერთი ადამიანი. ორმა სერიოზული დამწვრობა მიიღო. მაშველებმა ისინი ვერტმფრენებით პრაღაში გადაიყვანეს.

შენობიდან 19 ადამიანი ევაკუირებულია. სამსართულიანი სახლი აფეთქების შედეგად თითქმის მთლიანად დაინგრა. ამჟამად ადგილზე მაშველები მუშაობენ.

აფეთქების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.