ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშ პეტრშიჩეკი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

პოლიტიკოსის თქმით, მას კულტურის მინისტრი, ლუბომირ ზაორალეკი შეცვლის, რომელიც საგარეო უწყებას 2014-დან 2017 წლამდე ხელმძღვანელობდა.

პეტრშიჩეკი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2018 წლის შემოდგომიდან იკავებდა.