ჩეხეთში COVID-19-ის ახალი შტამი გამოვლინდა

ჩეხეთში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ახალი შტამი ქალაქ ბრნოში მდებარე სპეციალიზირებული ლაბორატორიის, Elisabeth Pharmacon-ის თანამშრომლებმა გამოავლინეს. ისინი კორონავირუსზე ტესტებს ატარებენ.

ექიმების განცხადებით, მანამდე უცნობი მუტაცია ვირუსის ბრიტანულ ან სამხრეთაფრიკული შტამებზე საშიში არ არის. მისი კვლევები გრძელდება.