ჩეხეთში ხანძრის დროს 14 ადამიანი დაშავდა

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა. ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. 

მათ შორის 6 დაშავებული ერთიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვია.

ორი მცირეწლოვანის მდგომარეობა მძიმეა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არაინ მოთავსებული. ერთი ბავშვი კომატოზურ მდგომარეობაშია. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.