ჩეხეთში სპორტული თვითმფრინავი ჩამოვარდა - არის მსხვერპლი

ჩეხეთში, ქალაქ პისეკთან ახლოს სპორტული თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ორი ადამიანიდან ერთი დაიღუპა. 

ეკიპაჟის მძიმედ დაშავებული წევრი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

ამ ეტაპზე უცნობია რამ ამოიწვია ავიაკატასტროფა, გარემოებების დასადგენად სპეციალურმა კომისიამ მუშაობა უკვე დაიწყო.