ჩეხეთში ტორნადოს შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ტორნადოს შედეგად ჩეხეთში 5 ადამიანი გარდაიცვალა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია სამი დაღუპულის შესახებ.

სამაშველო სამსახურების განცხადებით, საავადმყოფოებში 80-ზე მეტი ადამიანი მოათავსეს.

ამასთან, ადგილობრივი მედია წერს, რომ პოლიციამ და მაშველებმა დაზარალებული რაიონების შემოვლა დაასრულეს და მსხვერპლის რიცხვის ზრდა მოსალოდნელი არ არის.

ახლა გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ხელისუფლება მოხალისეებს მოუწოდებს, ადგილებზე არ მივიდნენ, რადგან ამან, შესაძლოა, მეხანძრეების მუშაობა გაართულოს.