ჩეხეთში წვრთნებისას სამხედროები დაშავდნენ

ჩეხეთში მიმდინარე სამხედრო წვრთნების დროს სამი ჯარისკაცი დაშავდა. ქვეყნის გენშტაბში აცხადებენ, რომ ქალაქ ვიშკოვთან მდებარე ბრჟეზინის პოლიგონზე ხელყუმბარა აფეთქდა.

სამივე დაშავებული ქალაქ ბრნოს საავადმყოფოში მოათავსეს. ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

ინციდენტს ჩეხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიცია იძიებს.