ჩერნობილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკზე ავარიიდან 35 წელი გავიდა.

უკრაინაში დღეს მემორიალური ღონისძიებებია დაგეგმილი, რომლებშიც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკიც მიიღებს მონაწილეობას.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკზე ავარია 1986 წლის 26 აპრილს, 01:23 მოხდა. ძლიერი აფეთქების შედეგად რეაქტორის ნაწილი დაინგრა. გაჩნდა ხანძარი. რადიაციული ღრუბელი უკრაინის, ბელარუსისა და რუსეთის, ასევე შვედეთის, ავსტრიის, ნორვეგიის, გერმანიის, ფინეთის, საბერძნეთის, რუმინეთის, სლოვენიის, ლიტვისა და ლატვიის ტერიტორიაზე გავრცელდა. ბირთვული საშიშროების საერთაშორისო შკალის (INES) მიხედვით ამ კატასტროფას საფრთხის უმაღლესი, მე-7 დონე მიენიჭა.