ჩერნობილში 3 სტალკერი დააკავეს

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აკრძალულ ზონაში 3 სტალკერი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიცია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შედგენილია ადმინისტრაციული ოქმები. სტალკერებს ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

აკრძალვის მიუხედავად, სტალკერები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აკრძალულ ზონაში საკმაოდ ხშირად ჩადიან.