ჩიკაგოს ტორნადომ გადაუარა - VIDEO

აშშ-ში ქალაქ ჩიკაგოსა და ილინოისის შტატს გადაუღებელი წვიმები და ტორნადო დაატყდა თავს. უამინდობის შედეგად 22 ათასი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

აშშ-ის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ ჩიკაგოს გარეუბანში უკიდურესად საშიში ტორნადო დაფიქსირდა.

უამინდობის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა. სტიქიის ადგილას ბუნებრივი აირის გაჟონვის ბევრი ფაქტი ფიქსირდება.