ჩილეს სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ჩილეს სანაპიროსთან 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC) ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ კოკიმბოდან სამხრეთ-დასავლეთით, 8 კმშ-ში, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ქვეყნის სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცუნამის საფრთხე არ არსებობს.