ჩილეს სანაპიროსთან მიწისძვრა მოხდა

ჩილეს ცენტრალური ნაწილის სანაპიროსთან 5,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ს გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი დასახლებულ პუნქტ ტომედან 53,8 კილომეტრში, 28,5 სიღრმეში დაფიქსირდა.

ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.