ჩილეში 111 წლის ქალმა COVID-19 დაამარცხა

ჩილეში ქალმა, რომელიც 111 წლისაა, კორონავირუსი დაამარცხა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ტელეარხი 24Horas ავრცელებს.

ქალი, სახელად ხუანიტა, მოხუცთა თავშესაფარ Hogar Italiano-ში ცხოვრობს. ის სანტიაგოს პროვინციაში მდებარეობს.

ხუანიტა 12 აპრილს დაინფიცირდა.

მიუხედავად იმისა, რომ მას რესპირატორული პრობლემები ჯერ კიდევ ახალი კორონავირუსით ინფიცირებამდე გქონდა, მან COVID-19 დაამარცხა და საავადმყოფოდან გაეწერა.

ივლისში ხუანიტას 112 წელი შეუსრულდება.