ჩილეში 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

შეერთებული შტატების გეოლოგიური ცენტრის მონაცემებით,  ჩილეში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი  ქალაქ იკიკედან აღმოსავლეთით 113 კმ-ის დაშორებით, 97,5 კმ სიღრმეზე მდებარეობს.

ამ დროისათვის, მოსალოდნელი ზარალისა და მსხვერპლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

2 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სეისმოლოგებმა ჩილეში 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა დააფიქსირეს.