ჩინეთი COVID-19-ის დამოუკიდებელ გამოძიებას უჭერს მხარს

ჩინეთი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის დამოუკიდებელ გამოძიებას უჭერს მხარს. პეკინი ჯანმოსთან და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობისთვის მზად არის, თუმცა საკითხის პოლიტიზების წინააღმდეგია. ეს განცხადება რუსეთში ჩინეთის ელჩმა გააკეთა. პეკინის განცხადებით, კორონავირუსის პირველწყაროს დადგენა სამეცნიერო საკითხია და არა პოლიტიკური.

აშშ, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა და სხვა სახელმწიფოები პეკინს პანდემიაზე დაგვიანებულ რეაქციაში, ასევე და ვირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციის დამალვასა და გაყალბებაში ადანაშაულებენ.