ჩინეთი COVID-19-ის საწინააღმდეგო მეორე ვაქცინას ცდის

ჩინურმა კომპანია Sinopharm-მა COVID-19-ის საწინააღმდეგო მეორე ვაქცინის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. ინფორმაციას ამის შესახებ South China Morning Post ავრცელებს.

ცნობილია, რომ პრეპარატზე Sinopharm-ის სტრუქტურული ქვედანაყოფი - ვუჰანის ბიოლოგიის ინსტიტუტის მუშაობდა. ვაქცინა ჩინეთის ფარმაცევტული გიგანტისთვის მეორე გახდა: პირველი პრეპარატი სამოქალაქო მიმოქცევაში 2020 წლის დეკემბერში შემოვიდა.

კლინიკური კვლევების მესამე ეტაპის შედეგების მიხედვით, მისმა ეფექტურობამ 72,5% შეადგინა ამ კვირაში Sinopharm ეროვნულ მარეგულირებელს მასობრივი ვაქცინაციის დასაწყებად ნებართვისთვის მიმართავს.