ჩინეთი პანდემიასთან ბრძოლისთვის ქვეყნებს 3 მილიარდ დოლარს გამოუყოფს

შემდეგი სამი წლის განმავლობაში, განვითარებადი ქვეყნებისთვის კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აღსადგენად, ჩინეთის ხელისუფლება 3 მილიარდ აშშ დოლარამდე გამოყოფს.

ამის შესახებ ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა "აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის" ფარგლებში განაცხადა.

"ჩინეთმა განვითარებად ქვეყნებს ვაქცინების ნახევარი მილიარდი დოზა მიაწოდა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩვენ 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას გავუწევთ განვითარებად ქვეყნებს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და მათი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აღსადგენად", - განაცხადა სი ძინპინმა.