ჩინეთი საგანგებო ვითარების შემთხვევაში COVID-19 ვაქცინის გაყიდვას იწყებს

ჩინეთში, ჭეძიანის პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქებში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შეძენა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს უკვე შეუძლიათ.

ვაქცინის მისაღებად რეგისტრაციის გავლა სოციალურ ქსელ WeChat- ში, ან ადგილობრივი ხელისუფლების ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

პრიორიტეტი ენიჭება ექიმებს, ნავსადგურის თანამშრომლებს, მესაზღვრეებს და საბაჟო ინსპექტორებს, აგრეთვე საკარანტინო დაწესებულებების თანამშრომლებს.

ვაქცინის ღირებულება, რომელიც ორ დოზას მოიცავს, დაახლოებით 60 აშშ დოლარი იქნება.