ჩინეთი სამ ამერიკულ კომპანიას სანქციებს დაუწესებს

პეკინი ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ ტაივანისთვის იარაღის მიწოდების გამო სანქციებს დააწესებს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, შესაბამისი ნაბიჯები გადავდგათ ჩვენი საერთაშორისო ინტერესების დასაცავად. ჩვენ სანქციებს ვუწესებთ აშშ-ის კომპანიებს, Lockheed Martin-ს, Boeing Defense-სა და Ratheon-ს, რომლებმაც ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს", - განაცხადეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.