ჩინელმა კონსტრუქტორებმა საბრძოლო მფრინავი თეფში შექმნეს, რომელიც უცხოპლანეტელთა ხომალდს ჰგავს.
ახალი საბრძოლო აპარატი გამოფენაზე China Helicopter Exposition 2019 წარადგინეს. პროექტს „სუპერდიადი თეთრი ზვიგენი“ დაარქვეს.
კონსტრუქტორების თქმით, მფრინავ თეფშში 2 ადამიანი ეტევა.
აპარატის სურათი „ტვიტერში“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა ატვირთა და განაცხადა, რომ მისი სიჩქარე 650 კმ/სთ-ს შეადგენს.