ჩინეთის ხელისუფლება: ლი ვენლიანის დევნა შეცდომა იყო

ჩინეთის სახელმწიფო ზედამხედველობის კომიტეტმა აღიარა, რომ პოლიციის ქმედება ვუჰანელი ექიმის, ლი ვენლიანის მიმართ, რომელმაც კორონავირუსის აფეთქების შესახებ ერთ-ერთმა პირველმა განაცხადა, შეცდომა იყო. ამის შესახებ გამოძიების მასალებშია აღნიშნული.

ლი ვენლიანი, ოფთალმოლოგი ვუჰანის ცენტრალური საავადმყოფოდან, სოციალურ ქსელ WeChat-ში კოლეგებს კორონავირუსის აფეთქების შესახებ აუწყა. მაშინ ის თვლიდა, რომ ეს ატიპიური პნევმონია იყო. როდესაც ამის შესახებ პოლიციამ შეიტყო, მამაკაცი დაკითხვაზე დაიბარეს და "ინტერნეტში ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის" გაფრთხილება გამოუტანეს. ლი ვენლიანს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობითაც დაემუქრნენ, თუ ის ამ ინფორმაციის გავრცელებას ისევ ეცდება.

მოგვიანებით თავად ექიმი COVID-19 -ით დაინფიცირდა და გარდაიცვალა.

გამოძიება ვუჰანის მაკონტროლებელ ორგანოებს შემოწმების ჩატარებას და არსებული პრობლემების აღმოფხვრას ურჩევს, ასევე იმ პოლიციელების პასუხისგებაში მიცემას, ვინც ვენლიანს ოფიციალური გაფრთხილება გამოუტანა.