ჩინეთის პარლამენტმა ჰონგ-კონგის წინააღმდეგობრივი კანონპროექტი დაამტკიცა

ჩინეთის პარლამენტმა ჰონგ-კონგის უსაფრთხოების შესახებ წინააღმდეგობრივი კანონპროექტი დაამტკიცა. ახალი კანონის შემუშავებას 2800 დელეგატმა დაუჭირა მხარი. ცვლილებები კანონმდებლობაში აკრძალავს სახელმწიფოს ღალატს, ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრას, ამბოხებისკენ მოწოდებას და უცხოეთის ჩარევას.

ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით ჰონგ-კონგის უსაფრთხოების კანონი არ შეზღუდავს ქალაქის მაღალი ხარისხის ავტონომიას, მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებას და გავლენას არ იქონიებს ინვესტორებზე.

ჰონგ-კონგში შიშობენ, რომ ეს ინიციატივა რეალურად მიმართულია მათი დემოკრატიული მოთხოვნებისა და შარშან გამართული საპროტესტო აქციების წინააღმდეგ.

პეკინი ახალი კანონის მიღების ინიციატივით 21 მაისს გამოვიდა. საკანონმდებლო ცვლილებები მას საშუალებას მისცემს ჰონგ-კონგში ჩინური სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლობები გახსნას.

მსოფლიოს 200-მა სახელმწიფომ დაგმო ჩინეთის გეგმა, თუმცა პეკინი აცხადებს, რომ ის არ დაუშვებს ამ საქმეებში უცხო ქვეყნების ჩარევას და საჭიროების შემთხვევაში საპასუხო ზომების მიღებით იმუქრება.