ჩინეთის ტელევიზიებს ნაკლებად მასკულინური გარეგნობის მქონე კაცების ჩვენება აეკრძალათ

ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მაუწყებელ ტელეარხებს ნაკლებად მასკულინური გარეგნობის მქონე კაცების ჩვენება აეკრძალათ.  

ხელისუფლების აზრით, პოპ-ვარსკვლავებისა და მსახიობების ელეგანტური გარეგნობა ახალგაზრდა ჩინელებში არ იწვევს სურვილს, უფრო მამაკაცურები გახდნენ. 

ამავე გადაწყვეტილების თანახმად ტელევიზიებმა მკაცრად უნდა აკონტროლონ შოუებისთვის მსახიობების შერჩევა და მათი ქცევა ეთერში.

ასევე ჩინეთის ხელისუფლებამ ბრძოლა გამოუცხადა სიმდიდრის კულტის პროპაგანდას, აკრძალვა შეეხო ადამიანების პირადი ცხოვრების განხილვასაც.

ჩინეთის ხელისუფლების თქმით, ეს ყიველივე, ჩინელი ხალხის ტრადიციულ და ისტორიულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება.