ჩინეთმა აშშ-სა და ინდონეზიიდან იმპორტი შეაჩერა

ჩინეთის ხელისუფლებამ ამერიკული მეფრინველეობისა და გადამამუშავებელი კომპანია Wayne Farms-ისა და ინდონეზიის ზღვის პროდუქტების მწარმოებელი PT-დან პროდუქტების იმპორტი დროებით შეაჩერა, მას შემდეგ, რაც აღნიშნულ პროდუქტებზე კორონავირუსი დაფიქსირდა.  ამის შესახებ  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გენერალურმა საბაჟო ადმინისტრაციამ განაცხადა.

სააგენტოს ინფორმაციით, COVID-19 ამერიკული გაყინული ქათმის შეფუთვებზე იქნა აღმოჩენილი. Wayne Farms-დან  იმპორტი  ერთი კვირით შეჩერდება.

გარდა ამისა, კორონავირუსი  ინდონეზიიდან იმპორტირებული გაყინული კალმარის ორ შეფუთვაზეც აღმოაჩინეს, რის გამოც PT-ის პროდუქტების იმპორტი  ოთხი კვირით შეჩერდა.