ჩინეთმა ბრიტანეთს ახალი სანქციები დაუწესა

ჩინეთმა დიდი ბრიტანეთის 9 ფიზიკური და 4 იურიდიული პირის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა. სანქციების მიზეზი სინცზიან-უიღურის ავტონომიურ ოლქთან დაკავშირებით"სიცრუე და დეზინფორმაციაა". პეკინის შეზღუდვები, შესაძლოა, ერთჯერადი სანქციებით არ შემოიფარგლოს.

"ჩინეთი დამატებითი ზომების მიღების იტოვებს უფლებას იტოვებს", - განაცხადეს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში. სანქციების ქვეშ მოყოლილ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს ჩინეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ. ისინი ვერც ჩინურ კომპანიებთან, თუ კერძო პირებთან შეძლებენ საქმიანი ურთიერთობების წარმოებას.