ჩინეთმა ევერესტზე ლაშქრობის სეზონი შეაჩერა

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ტიბეტიდან ევერესტზე ლაშქრობის სეზონი ჩინეთმა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მთლიანობაში, აკრძალვამდე, მხოლოდ 21-მა ჩინელმა მთამსვლელმა მოიპოვა ევერესტზე ლაშქრობის უფლება. 

9 მაისს, ჩინეთის სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ აპირებენ შექმნან "გამიჯვნის ხაზი", რათა შეეზღუდათ ნეპალიდან მთამსვლელების გადასვლა. 

ცნობისთვის, ნეპალში კორონავირუსის ახალი შემთხვევები იმატებს. ნეპალის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 19 დღეში 8000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.