ჩინეთმა მიგ-19 უპილოტო აპარატად გადააკეთა

ჩინეთის საჰაერო-სამხედრო ძალები მასიურად ახდენენ Shenyang J-6-ის მოძველებული კონსტრუქციის განახლება, რომელიც თავის მხრივ საბჭოთა MIG-19-ის მიხედვით არის შექმნილი. 

განახლების შედეგად ჩინეთმა უპილოტო თვითმფრინავი, თანამედროვე დრონი შექმნა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთმა უკვე 50-მდე ასეთი საფრენი აპარატი დაამზადა და ისინი სამხედრო ავიაბაზებზე განალაგა. 

ასეთი უპილოტო საფრენი აპარატების მასობრივი წარმოებით, ჩინეთი შეძლებს მოწინააღმდეგე ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები მასირებული ფრენებით მწყობრიდან გამოიყვანოს და ავიადარტყმების ეფექტურობა გაზარდოს.