ჩინეთმა მთვარეზე საკუთარი დროშა აღმართა

Chang'e-5 მისიის ფარგლებში ჩინეთმა მთვარეზე თავისი დროშა აღმართა. 

28 ნოემბერს კოსმოსური ხომალდი Chang'e-5 მთვარის ორბიტაში შევიდა, ხოლო 1 დეკემბერს მთვარის ზედაპირზე დაეშვა. კოსმონავტების ჯგუფი, მთვარის ნიადაგის ნიმუშებს მოაგროვებს და დედამიწაზე მათთან ერთად დაბრუნდება.

წარმატების შემთხვევაში, ჩინეთი, მესამე ქვეყნა იქნება მსოფლიოში, რომელიც ამას მოახერხებს. აშშ-მა და საბჭოთა კავშირმა ეს უკვე არაერთხელ გააკეთა 1969-1976 წლებში.

მთვარეზე დროშა პირველად 1969 წელს ამერიკელმა ასტრონავტმა ბაზ ოლდრინმა აპოლო 11-ის მისიის დროს აღმართა. მას შემდეგ აშშ-მ კიდევ ხუთი დროშა დატოვა 1972 წლებამდე მისიებში.