ჩინეთმა წყალდიდობის შედეგად $12 მლრდ დოლარამდე იზარალა

ჩინეთში უკვე მეორე თვეა ძლიერი წვიმებია. წყალდიდობის შედეგად გამოწვეულმა ეკონომიკურმა დანაკარგმა 11,76 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის მონაცემებით, დაიღუპა 140-ზე მეტი ადამიანი. დაზარალდა თითქმის 38 მილიონი.

განადგურებულია 28 ათასზე მეტი სახლი. 1,3 მილიონზე მეტი ადამიანი სასწრაფო დახმარების მოლოდინშია.  

წყალდიდობის შედეგად ყველაზე მეტად  ცზიანსის, ჰუბეის, ჰუნანის, გუანდუნის, სიჩუანის, გუიჩჟოუსა და გუანსი-ჩჟაუნის რაიონები დაზარალდა.