ჩინეთს ტაიფუნი In-Fa უტევს - გაუქმებულია ფრენები, დახურულია დაწესებულებები

ტაიფუნი In-Fa უკვე ჩინეთშია და ის ქვეყნის აღმოსავლეთში, ქალაქ ჯოუშანს დაატყდა თავს

გავრცელებული ინფორმაციით, ქარის სიჩქარე 137 კმ/სთ-ს აღწევს, შედეგად ჩინეთის კომერციულ ცენტრში - შანხაიში, სამივე საერთაშორისო აეროპორტმა, Pudong-მა, Hongqiao-მ და Hangzhou-მ, ფრენები გააუქმა, შეჩერდა სარკინიგზო მიმოსვლა და დაიხურა ბიზნეს და სასწავლო დაწესებულებები.

იანშანის პორტიდან, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდეს სატვირთო ცენტრია, უკვე გაიყვანეს კონტეინერების გადამზიდი გემები. ტაიფუნი უკვე აღმოსავლეთ ჩინეთში, ჯეძიანის ტერიტორიაზეა.

მმართველი კომუნისტური პარტიის მდივანი ჯეძიანის პროვინციაში აცხადებს, რომ ადამიანთა სიცოცხლისა და ქონების უსაფრთხოიებისთვის ყველა საჭირო ზომას მიიღებენ.