ჩინეთში 1 მილიარდზე მეტი ადამიანი კორონავირუსზე სრულად აიცრა

ჩინეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით, სრულად აიცრა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 70%-ს შეადგენს. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაზე დაყრდნობით სააგენტო Bloomberg იტყობინება.

15 სექტემბრის მონაცემებით, ჩინეთში ჯამში 2,16 მილიარდი აცრაა ჩატარებული.

Bloomberg აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის ტემპებით ჩინეთმა ევროკავშირსა და აშშ-ის გადაუსწრო.