ჩინეთში ახალი თაობის ერთლიანდაგიანი მატარებელი შექმნეს

ჩინურმა კომპანიამ CRRC Qingdao Sifang შექმნა ახალი თაობის ერთლიანდაგიანი მატარებელი, რომელიც სიჩქარეს 100 კმ/სთ-მდე ავითარებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მატარებელს მაღალი აზიდვის უნარი, დიდი სამგზავრო ტევადობა, ხმაურის დაბალი დონე, ენერგიის დაბალი მოხმარება და რთულ რელიეფთან დიდი ადაპტაცია გააჩნია.

კომპანიის მონაცემებით, მატარებელს 6 ვაგონით 1400-მდე მგზავრის გადაყვანა შეუძლია.