ჩინეთში ათიათასობით ადამიანს კორონავირუსზე ვაქცინაცია ჩაუტარდა

ჩინეთში ათიათასობით ადამიანს კორონავირუსზე ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა, თუმცა ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადასტურებული ჯერ კიდევ არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას New York Post ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჩინეთმა კორონავირუსის ვაქცინის ტესტირება ჯერ კიდევ ივლისის თვიდან დაიწყო.

ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნული კომისიის წევრმა, ჯენგ ჯონგვეიმ აღნიშნა, რომ კლინიკური კვლევების დროს ვაქცინის მხრიდან სერიოზული გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.

თავის მხრივ, ჯანმო-მ განმარტა, რომ ჩინეთმა ექსპერიმენტული ვაქცინის "გადაუდებელი გამოყენების შიდა ნებართვა" გასცა. 

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში კლინიკურ კვლევებს კორონავირუსის 11 ვაქცინა გადის.