ჩინეთში ავსტრალიის მოქალაქეს სიკვდილით დასჯიან

ჩინეთში ნარკოტიკული დანაშაულისთვის ავსტრალიის მოქალაქეს სიკვდილით დასჯიან. 

გუანჯოუს პროვინციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ავსტრალიის მოქალაქეს ჩინეთის საზღვარზე რამდენიმე კილოგრამი მეტამფეტამინის გადმოტანა ედება ბრალად.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ჩინეთსა და ავსტრალიას შორის ურთიერთობები გამწვავდა მას შემდეგ, რაც ავსტრალიელმა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა შეერთებული შტატების პოზიცია გაიზიარეს და კორონავირუსის გავრცელებაში ჩინეთი დაადანაშაულეს.